სახალხო დამცველის აპარატი მთავრო¬ბის სარეზერვო ფონდიდან 356 ათას 155 ლარს მიიღებს. როგორც მთავრობის №1529 განკარგულებით ირკვევა,
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონით საქართველოს სახალხო დამცველისათვის მინიჭებული ფუნქციების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქარ¬თვე¬ლოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქარ¬თველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს გამოუყოს 356155 ლარი.