23-26 ოქტომბერს, ჩენდუში ( სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი) საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-6 სხდომა გაიმართება, რომელიც მიეძღვნება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას.
გამოფენის პარალელურად ასევე გაიმართება დასავლეთ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა "The 15th Western China International Fair", სადაც მიწვეულია ქართული მხარე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სფეროები: ფინანსები, ინოვაციური პროდუქცია და მასალები, განახლებადი ენერგია, ციფრული ელექტრონული პროდუქცია, სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკური აღჭურვილობა და დანადგარები, საყოფაცხოვრებო ელექტრონული პროდუქცია, ლოჯისტიკური ტექნიკა, სიგნაზილაციის სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, საყოფაცხოვრებო და საოფისე ავეჯი, კერამიკული პროდუქცია, ბროლის და შუშის პროდუქცია, საკანცელარიო ნივთები, ტანსაცმელი, აქსესუარები და ა.შ.