ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულ კომპანია „ტექნო ბუმში" ფასდაკლებებისა და სიურპრიზების ბუმი გრძელდება, გრანდიოზული გათამაშება კი კიდევ უფრო მეტი გამარჯვებულით და ბედნიერი მომხმარებლით კულმინაციას, ფინალს უახლოვდება. ასევე გრძელდება 24 თვიანი 0% -იანი განვადებების საყოველთაო სოციალური პროექტი და სხვადასხვა ტექნიკაზე გრანდიოზული ფასდაკლებები. დღეიდან სამი დღის განმავლობაში პარასკევი, შაბათი, კვირა ტექნო ბუმში მაცივრები ძალიან დაბალ ფასად გაიყიდება. 300 ლიტრიანი ორკამერიანი მაცივრები მხოლოდ 499 ლარი ეღირება.
დღესვე მეოთხე ეტაპის გამარჯვებულებს -რუსთავში მცხოვრებ სულხან გოგრიჭიანს -თბილისში ოროთახიანი ბინის, ხოლო კასპელ გაბრიელ მეცხვარიშვილს ავტომობილის გასაღებები გადაეცემათ.
გამარჯვებულებმა „ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში წვრილი ტექნიკა შეიძინეს და პირდაპირ ეთერში ამ გრანდიოზული პრიზების მფლობელები გახდნენ.
მომხმარებელთა განსაკუთრებული დაინტერესებით და თხოვნით, დღეს "ტექნო ბუმის" ახალი მაღაზია გაიხსნება ახალქალაქში. ახლა უკვე ახალქალაქის მოსახლეობასაც შეეძლება „ტექნო ბუმის" ყველა იმ გრანდიოზული შეთავაზებით და განსაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლოს, რასაც კომპანია მთელი საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს. „ახალქალაქის ყველა მაცხოვრებს გაქვთ საშუალება, შეიძინოთ მსოფლიო ბრენდების ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად, 24 თვიანი 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე, ისარგებლოთ გრანდიოზული ფასდაკლებებით და რაც მთავარია, ჩაერთოთ „ტექნო ბუმის" უპრეცედენტო მასშტაბურ გათამაშებაში, სადაც შანსი გაქვთ მოიგოთ, როგორც მსოფლიო ბრენდების ტექნიკა, ასევე ყოველთვე ოროთახიანი ბინა თბილისში , ავტომობილი Mercedes Benz-ი და ფინალურ გათამაშებაში სუპერ პრიზი-ნახევარი მილიონი ლარი.
ასე რომ მობრძანდით, „ტექნო ბუმის" ნებისმიერ მაღაზიაში თბილისში რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში,ქობულეთში, ბათუმში, ჭიათურაში, ზუგდიდში, ფოთსა და ახლა უკვე ახალქალაქში შეიძინეთ ტექნიკა ყველაზე დაბალ ფასად, ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებებით და გახდით გამარჯვებული,"-აცხადებენ კომპანიაში.