"გახდი ტურისტი საკუთარ ქვეყანაში"  ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა. 
კონკურსში 200-მდე მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფი მონაწილეობდა. ფოტოები  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის facebook-ის გვერდზე Georgia and Travel-ზე იყო წარმოდგენილი.  ნომინაციაში „ხალხის სიმპათია" გამარჯვებული ფოტოების მოწონებისა და გაზიარების რაოდენობის მიხედვით გახდა ცნობილი.    ადმინისტრაციის რჩული  ყველაზე კრეატიული ფოტო კი ვებგვერდის საშუალებით გამოვლინდა.  გამარჯვებულებს  საჩუქრად - 2 კაციანი საგზური  სასტუმრო ROYAL BATONI-ში,  შატილი ტურისგან  2 დღიანი საგზური ხევსურეთში და 2 ადამიანზე კრწანისის რეზიდენციის აბონემენტი გადაეცათ. კონკურსი საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას  და შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.