აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, პროცენტული პუნქტი
წინა თვის მსგავსად, აგვისტოს ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,78 პროცენტული პუნქტით
აისახა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (14,9 პროცენტი). ფასები ასევე გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (2,6 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (1,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე
(-3,5 პროცენტი);
ინფლაციის მაჩვენებელზე ასევე გავლენა იქონია ჯანმრთელობის დაცვის სფერომაც. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,6-პროცენტიანი კლება, რაც აგვისტოს ინფლაციაზე -0.17 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასების 6,6-პროცენტიანმა კლებამ.