რუსეთი უკრაინას 1000 კბ/მ გაზზე 100 დოლარით ნაკლებით გადახდას სთავაზობს. ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ენტინგერთან მოლაპარაკებებისას განაცხადა.
„ რუსეთის მხარე ადასტურებს საკუტარ წინადადებას, რომელიც ადრეც გავაჟღერეთ, გაზზე ფასის დაკლების შესახებ ათას კუბურ მეტრზე 100 აშშ დოლარის ნაკლები ოდენობით არსებულ ფასთან მიმართებაში", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ამჯამად რუსეთუი უკრაინას გაზს 485,5 აშშ დოლარად აწვდის