საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა 31 პირს სურს. როგორც სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენს"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ვადა, დღეს 24 აგვისტოს ამოიწურა და 31 განაცხადი შევიდა.
შესული განაცხადების „რევიზიის" შემდეგ კი არჩევანი ერთ ადამიანზე გაკეთდება და შესაბამისად დაიკავებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმღძვანელის პოსტს, რაც სავარაუდოდ 2 კვირის ვადაში მოხდება. როგორც გამოცხადებული ვაკანსიიდან გახდა ცნობილი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი 2900 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხელმძღვანელისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები