საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, ტაქსის მძღოლები ინგლისური ენის და მომსახურების უნარ-ჩვევების უფასო შემსწავლელ კურსებს გადიან. საპილოტო პროგრამა 8 კვირას გაგრძელდება. გადამზადების შემდეგ ტაქსის მძღოლებს სერთიფიკატი და დასამაგრებელი ფირნიში „English Speaking Driver" გადაეცემა, რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე განთავსდება. სპეციალური ნიშანი ტურისტებისათვის ადვილად საცნობი იქნება.
ინგლისური ენის და მომსახურების უნარ ჩვევების შემსწავლელ კურსებს ტაქსის მძროლებს უფასოდ ტურიზმსი ეროვნული ადმინსიტრაცია უკვე მეორედ სთავაზობს. ამ ეტაპზე პროგრამაში ტაქსის 8 მძღოლია ჩართული.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას უკავშრიდება. მისი მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა.