საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. დეტალური ინფორმაცია მთავროის მეთაურს აღნიშნულ საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და მინისტრის მოადგილეებმა მიაწოდეს.
ენერგეტიკის სამინისტრომ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ასევე ელექტროენერგეტიკის განვითარების გეგმა წარადგინა.