რუსთავის გზატკეცილის მე-17 კმ-ზე მდებარე თანამედროვე სტანდარტების სასთბურე კომპლექსი აშენდება. ამ მიზნით მთავრობამ კომპანია „რუსთავფარმას" რუსთავში, რუსთავის გზატკეცილზე, მე-17 კმ-ზე მდებარე 135782.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 300 000 ლარად მიყიდა.
„რუსთავფარმას" კი საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ასევე კომპანია ვალდებულია შესყიდულ ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სათბურების კომპლექსი ააშენოს. პროექტის განხორციელება „რუსთავფარმამ" 24 თვეში უნდა უზრუნველყოს.
საპრივატიზაციო პირობების მიხედვით, ინვესტორმა პროექტში 8 მლნ 200 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და ვალდებულების შესრულებიდან 1 თვეში არანაკლებ 170 ადამიანი დაასაქმოს.
მასალის გამოყენების პირობები