პროკურატურის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, მთავრობა დამატებით 1 მლნ ლარს დახარჯავს. მთავრობის №1329 განკარგულების თანახმად, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან იქნება გამოყოფილი.
„საქართველოს პროკურატურის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს პროკურატურას გამოუყოს 1 000 000 ლარი"- აღნიშნულია განკარგულებაში.