სამინისტროებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შედეგად 30 მლნ 400 ათასი ლარი დაიზოგა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია განმარტებული, აღნიშნული ეკონომია იანვარ-მაისსში განხორციელებული სახელმწიფო ტენდერების შედეგად დაფიქსირდა.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად 2014 წლის იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომია აღემატება 30 400 000 ლარს", - აღნიშნულია მთავრობის №1352 განკარგულებაში.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით დგინდება, რომ იანვარ-მაისში ყველაზე მეტი თანხა ტენდერებისას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაზოგა და 5 თვის მონაცემებით ეს თანხა 13 მლნ 20 ათას ლარს შეადგენს.
ამავე განკარგულებით დგინდება, რომ დაზოგილი თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები