2014 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში სმარტფონების ბაზარი 23,1 % -ით გაიზარდა და სმარტფონების რეალიზაციამ რეკორდულ მაჩვენებელსაც მიაღწია. უცხოური მედიის ინფორმაციით, მეორე კვარტალში Lenovo-მ ბაზარს 295,3 მლნ სმარტფონი მიაწოდა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, მეორე კვარტალში Lenovo -ს სმარტფონების რეალიზაციის მაჩვენებელი 3 -ჯერ გაიზარდა. თუმცა კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლის ზრდა Apple -სა და Samsung -ს გაყიდვების შემცირების ფონზე დაფიქსირდა.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი წილი ბაზარზე თითქმის 20 % -ს უახლოვდება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 14 % -ითაა გაზრდილი.