მოსკოვში ბაზირებული კომპანია Yota Devices -ი, საკუთარ შტაბბინას რუსეთიდან კანადაში გადაიტანს. აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელმა ვლად მარტინოვმა გააკეთა.
კანადაში გადასვლის შემდეგ კომპანია BlackBerry -დან სპეციალისტების მოწვევას და საკუთარი კაპიტალის 100 მლნ დოლარით შევსებას ბანკ Jacob Securities -დან აპირებს. გამორიცხული არ არის, რომ 2015 წლისთვის კომპანია კანადის ბირჟაზეც გავიდეს.
როგორც ცნობილია კომპანია Yota Devices -ი ორიენტირებულია მოდემებისა და როუტერების წარმოებაზე, თუმცა პოპულარული მაინც პირველი რუსული სმარტფონის „Yota Phone"-ს გამოშვებით გახდა, რომელიც Android -ის ბაზაზე მუშაობს.
აღსანიშნავია , რომ კომპანიის ხელმძღვანელი კანადაში უკვე 2000 წლიდან ცხოვრობს და სავარაუდოდ საკუთარ ბიზნესთან ახლოს ყოფნაც ურჩევნია.