საქართველოში ყოველი მესამე საკრედიტო ბარათის მფლობელია
საკრედიტო ბარათები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძვირი საბანკო პროდუქტია საქართველოში. „საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში 21 კომერციული ბანკიდან მხოლოდ 8 ბანკი უშვებს საკრედიტო ბარათებს.
2014 წლის მაისის მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 1,5 მლნ საკრედიტო ბარათია მიმოქცევაში.
„ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობა 4, 490 მლნ ადამიანია, გამოდის რომ საშუალოდ ყოველ მესამე ადამიანს აქვს საკრედიტო ბარათი. საკრედიტო ბარათების ბუმი საქართველოს ბანკის „Orange Card"-ით დაიწყო და პრივატ ბანკის „მარწყვი ბარათით" გაგრძელდა. ბარათების გაცემა გამარტივებული პროცედურით ხდებოდა. განსაკუთრებულ ლოიალურობას ავლენდა პრივატ ბანკი, რომელიც ფაქტობრივად ყოველგვარი ინფორმაციის გადამოწმებისა და რისკების შეფასების გარეშე გასცემდა საკრედიტო ბარათებს. ბარათები გაიცემოდა როგორც უმუშევარ ადამიანებზე ასევე ხშირ შემთხვევაში სტუდენტებზეც კი, საკმარისი იყო განაცხადში მიგეთითებინა გამოგონილი ორგანიზაცია, სადაც თითქოსდა მუშაობდი და საკრედიტო ბარათი მტკიცდებოდა. ამ ბარათის გაცემაზე ბანკი უარს არავის ეუბნებოდა, რადგან უარყოფითი პასუხიც კი იყო 50-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის დამტკიცება, რომლის გაზრდა 1 თვეში 1000 ლარამდე იყო შესაძლებელი. დღესდღეობით „კრედიტ ინფო საქართველოს" ნეგატიურ ბაზაში მოხვედრილ მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ საკრედიტო ბარათების დამსახურებაა. სიტუაცია შედარებით გამოსწორდა ბოლო წლებში და ბანკებმა გაამკაცრეს საკრედიტო ბარათების გაცემა, მაგრამ მაინც ის, განვადებასთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი საბანკო პროდუქტია. საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებით არასამთავრობო"- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციში.
მასალის გამოყენების პირობები