18-19 სექტემბერს, პოლონეთში, ქალაქ ბიავისტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური კონგრესის შეხვედრაა (Eastern Economic Congress) დაგეგმილი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც პოლონეთის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ საჯარო განხილვებისა და დისკუსიების გამართვას.
ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან პოლონეთისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, პარლამენტარები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ექსპერტები. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ქართველ ბიზნესმენებსაც შეუძლიათ.