"ვითიბი ბანკი" გაერთიანებულ სესხებზე აქციას აგრძელებს. ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, მომხარებლების მხრიდან დიდი ინტერესის გამო „ვითიბი ბანკმა", გაერთიანებულ სესხებზე, აქციის გაგრძელება გადაწყვიტა. აღნიშნული პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააერთიანოს სხვა ბანკებში არსებული სესხები, აიღოს ერთი სესხი 12,9% -ად უზრუნველყოფის გარეშე ან 11,9% -ად უძრავი ქონების უზრუნველყოფით და შესაბამისად შეიმციროს ყოველთვიური საპროცენტო ხარჯი.
აქციის უპრეცენდენტო პირობა იმაშიც გამოიხატება რომ, „ვითიბი ბანკმა" გამოუშვა სპეციალური პროდუქტი, ისეთი კლიენტებისათვის ვისაც შეექმნა სესხების დაფარვის პრობლემები სამსახურის დაკარგვის, შემოსავლის შემცირების და სხვა მიზეზების გამო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროდუქტი „ვითიბი ბანკმ"ა მომხარებელს მიმდინარე წლის 1 ივლისს შესთავაზა. ერთი თვის განამვლობაში გაიცა ორი ათასზე მეტი სესხი, აქციის ფარგლებში, წინა თვესთან შედარებით, გაცემული სამომხარებლო სესხების ზრდამ 51% შეადგინა.