ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ, რუსეთის მიერ საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციასთან, ასევე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოების გაგრძელების პერსპექტივებზე, დღეს სამინისტროში გამართულ ფრიფინგზე ისაუბრა.
ჯანელიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების დარეგულირება. რაზეც ხელისუფლება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა კიდეც.
„ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, DCFTA-სთან მიერთების ჩათვლით, არ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება რომელიმე მესამე ქვეყნასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის, არც რუსეთთან.
როგორც მოგეხესენებათ, საქართველოს შესაბამის სტრუქტურების წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ქონდათ შეხვედრა რუსეთის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იყო ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობები და ასევე, საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მომავალი. ამ შეხვედრის დროს, საქართველოს მხარემ მაქსიმალურად განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთთან არსებული სავაჭრო რეჟიმისა და ეკონომიკური ურთიერთბებისათის.
რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტს საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე, ეს ინფორმაცია პრესიდან შევიტყვეთ, არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა და არც წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა ამ საკითხზე.
თუ აღნიშნული პროექტი იქნება მიღებული რუსეთის მთავრობის მიერ და გაუქმდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, ეს არ ნიშნავს ქართული პროდუქციის ექპორტის აკრძალვას რუსეთში, თუმცა ეს გამოიწვევს საქართველოში წარმოებულ რიგ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადების დაწესებას, რომელიც არ იქნება 20%-ზე მეტი. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე კვლავ გაგრძელდება და ეს არ შეუქმნის პრობლემებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
საქართველოს მთვრობა მუდმივად აანალიზებს შესაძლო გამოწვევებს და მუშაობს მეგობარ ქვენებთან ერთად, რათა ისინი მაქსიმალურად იქნეს აცილებული. დღეს უმთავრესი ბერკეტი და დაცვის მექანიზმი არის ევროკავშირთან ხელმოწერილი DCFTA, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება და რაც საქართველოს გაიყვანს 500- მილიონიან ბაზარზე"- აცხადებს ჯანელიძე.