„DEG ბანკი" გერმანიიდან საქართველოში ექსპორტს აფინანსებს. როგორც გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების (DWV) ქართულენოვანი ბიზნეს ბიულეტენშია აღნიშნული, გერმანული ინვესტიციისა და განვითარების საზოგადოება (DEG) 50 წელზე მეტია აფინანსებს ექსპორტსა და ინვესტიციებს გერმანიიდან საქართველოსა და სხვა განვითარებად ქვეყნებში. გაერთიანების ინფორმაციით, დაფინანსება ხდება იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება გერმანულ პროდუქტს.
იმავდროულად, „DEG ბანკი" იძლევა გრძელვადიან კაპიტალს ბაზარზე არსებული პირობებით და კონსულტაციას უწევს კომპანიებს პროექტის ყველა ფაზაში."DEG" აფინანსებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, აგრარულ, ინდუსტრიულ და საფინანსო სექტორში.