„ტექნო ბუმი" დღეს მეოთხე ეტაპში მონაწილეობის ბოლო დღესთან დაკავშირებით 50% -მდე ფასდაკლებების და გრანდიოზული გათამაშების მესამე ეტაპის გამარჯვებულების დასაჩუქრების საღამოს მართავს. მხოლოდ დღეს საღამოს 18:00 საათიდან 23:00 საათამდე „ტექნო ბუმში" მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ყველა დასახელების ტექნიკა 50% -მდე ფასდაკლებით გაიყიდება, თითოეულ თქვენგანს ექნება საშუალება, გამოიყენოს მეოთხე ეტაპში ჩასართავად დარჩენილი ერთი დღე, შეიძინოს ნებისმიერი ტექნიკა დიდი ფასდაკლებით და ჩაერთოს უპრეცედენტო გათამაშებაში. 50 ლარზე ზევით ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას გადმოგეცემათ გათამაშების ერთი ბილეთი ანუ რამდენ ნივთსაც შეიძენთ, იმდენი ბილეთი გადმოგეცემათ.
კომპანიის ინფორმაციით უკვე გათამაშდა სამი ბინა და სამი ავტომობილი Mercedes Benz-ი. დღეს მესამე ეტაპში გამარჯვებულ მცხეთაში მცხოვრებ თამარ ბიტარაშვილს - ავტომობილის, ხოლო ლილოს დასახლებაში მცხოვრებ ირინა სამხარაძეს თბილისში ოროთახიანი ბინის გასაღებები გადაეცემათ. კომპანია „ტექნო ბუმი" სპეციალურად მესამე ეტაპის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას სათაო ოფისში აღმაშენებლის ხეივანის მე-13-ე კილომეტრზე მოაწყობს.
შეგახსენებთ გათამაშების მეოთხე ეტაპი 9 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე გაიმართება. ამიტომ გამოიყენეთ დღეს 50%- მდე ფასდაკლებები და გახდით მეოთხე ეტაპის გამარჯვებული.
როგორც იცით, „ტექნო ბუმის" უპრეცედენტო, გრანდიოზულ გათამაშებაში 10 თვის განმავლობაში მომენტალურად თამაშდება: 100 სარეცხი მანქანა, 100 ლედ ტელევიზორი ,100 მაცივარი 100 გაზქურა 1000 სმარტფონი 1000 პლანშეტური კომპიუტერი, ხოლო პირდაპირ ეთერში 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz-ი, და ფინალურ გათამაშებაში ნახევარი მილიონი ლარი.
„ტექნო ბუმი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩართული იქონიეთ მობილური ტელეფონი გათამაშების დროს და შეინახეთ ბილეთი ფინალურ გათამაშებამდე, რადგან გათამაშება უპრეცედენტოა მოგების შანსის მიხედვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბილეთი მთელი 10 თვის განმავლობაში დოლურაში რჩება და ყველა გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. ბილეთის დაკარგვის შემთხვევაში საჩუქარი არ გადმოგეცემათ.
კომპანია „ტექნო ბუმის" გრანდიოზულ გათამაშებაში ჩართვა თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში, ზუგდიდში, რუსთავსა და ფოთშიცაა შესაძლებელი.