რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აჩერებს. როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ უკვე შეიმუშავა პროექტი, რომელის თანახმადაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობა შეჩერდება. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, 18 ივლისს საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამ შეთანხმების უმეტესი პუნქტები, ძალაში 1 სექტემბრიდან შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერება შეთანხმებულია რუსეთის საგარეო, იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროებთან.