საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს დამოუკიდებლობის უფრო მაღალი სტატუსი მიენიჭება.
პარლამენტის წევრების, დავით ონოფრიშვილის და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილების შეტანის შესახებ" მეორე მოსმენით, დღეს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
მომხსენებლის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, რეგლამენტის პროექტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან საბიუჯეტო ოფისის დებულების შეთანხმების პროცედურა უქმდება და საბიუჯეტო ოფისის მაკოორდინირებელ ორგანოდ პარლამენტის წევრებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვრება, რომლის წინაშეც საბიუჯეტო ოფისი ანგარიშვალდებული ხდება.
კომიტეტის წევრებმა გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.