ქართული საზამთროს ერთადერთი ექსპორტიორი ქვეყანა სომხეთია. როგორც „საქსტატში" აღნიშნავენ, 2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან საზამთროს ექსპორტი, მხოლოდ ერთ ქვეყანაში, სომხეთში დაფიქსირდა, სადაც 1,1 ტონა საზამთრო გადაიზიდა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან საზამთროს ექსპორტი არ დაფიქსირებულა.
სტატისტიკური ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოდან განხორციელებულმა საზამთროს ექსპორტმა 1,4 ტონა შეადგინა. 2013 წელსაც საქართველოდან საზამთროს ექსპორტი მხოლოდ სომხეთში განხორციელდა, სადაც 1,4 ათასი დოლარის ღირებულების ქართული წარმოების საზამთრო შევიდა.
მასალის გამოყენების პირობები