ბრაზილიის ხელისუფლებამ, 2014 წლის მშპ-ს ზრდის ტემპს გადახედა და მისი კორექტირებაც მოახდინა. ირკვევა, რომ ბრაზილიის ხელისუფლებამ, მიმდინარე ეკონომიკური განვითარების ფონზე, მშპ-ს ზრდის ტემპი 1,8%-მდე შეამცირა. წინა პროგნოზის მიხედვით, კი 2014 წლისთვის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 2,5 %-ი უნდა ყოფილიყო.
სამაგიეროდ გაზარდა წლის ინფლაციის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს ბრაზილიაში წლიური ინფლაცია 5,6 %-ის ნაცვლად 6,2 %-ი იქნება.