მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის (UNWTO) ექსპერტთა შეფასებით, 2014 წელს ტურინდუსტრიის ზრდა 4-4,5 %-ი იქნება.
წინა პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ინდუსტრიის ზრდა 3,8 %-ი უნდა ყოფილიყო.
UNWTO -ის ინფორმაციით, 2014 წლის ოთხ თვეში მსოფლიოში ტურისტების ზრდამ უკვე 5 %-ს მიაღწია.
იანვარ-აპრილში მსოფლიოს ტურისტულმა ნაკადმა 317 მლნ ვიზიტორი შეადგინა, რაც 14 მლნ ვიზიტორით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
ყველაზე მეტი ტურისტული ზრდა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში და ასევე ამერიკის ორივე კონტიგენტზე ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები