"ფორმულა-1"-ში მსოფლიოს ჩემპიონის მიხეილ შუმახერის მეუღლე, კორინა შუმახერი, მრბოლელის კუთვნილ თვითმფრინავს ყიდის. როგორც ცნობილია, მიხეილ შუმახერი კომაშია და ის დიდი ხნის გამავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, ხოლო ცოტახნის უკან უკვე სახლში გადაიყვანეს, სადაც სამკურნალო კურსს გადის.
თვითმფრინავი Falcon 2000EX 8 მგზავრეა გათვლილი და მის კორპუსზე მიხეილ შუმახერის ინიციალებია დატანილი. თვითმფრინავის გაყიდვას, შუმახერის ოჯახი 20 მლნ ევროდ გეგმავს, ეს იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური თვითმფრინავის ფასი 25 მლნ ევროა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს "ფორმულა 1"-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა ალპურ კურორტ მერიბელში მომხდარი ინციდენტისას თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები