უკრაინელი მფრინავი ტყვე ქალი ნადეჟდა სავჩეკო, რომელიც ამჟამად ვორონეჟის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და რომელსაც ბრალად უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში თანამონაწილეობა ედება, მიიჩნევს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში ნამდვილი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. განცხადება ამის შესახებ სავჩენკომ რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ადამიანები აღდგებიან და როგდესაც ისინი აღდგებიან იმისათვის რისიც მათ სწამთ და როდესაც ეს რწმენა ერთმანეთს არ ემთხვევა - ამას უკვე სამოქალაქო ომი ეწოდება",_ აცხადებს სავჩენკო.
ამასთან ერთდა ის აღნიშნავს, რომ ის რუსი ჟურნალისტების დაღუპვის თანამონაწილე არ არის.
რუსი გამომძიებლების მონაცემებით, სავჩენკო ცეცლის კორექტირებელი იყო და სწორედ მან მიაწოდა მონაცემები მათ ვინც საბოლოო ჯამში ის ადგილი დაცხრილა სადაც რუსი ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.
„არ მიმიწოდებია.... მე რუსი ჟურნალისტების მკვლელობას მაბრალებენ, პრინციპში მე ამას არასოდეს არ გავაკეთებდი. მე არასოდეს ვესროდი უიარაღო ადამიანს",_ განაცხადა სავჩენკომ და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სავასუხო ისროდა, საპასუხოდ იმისა, როდესაც მან ცეცხლს უხსნიდნენ.