2014 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა. „საქსტატის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 6 თვეში 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი ექსპორტის 20 პროცენტია. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 161 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში 11 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 138 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 10 პროცენტი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5448 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.
მასალის გამოყენების პირობები