2014 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (940 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (584 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (380 მლნ. აშშ დოლარი).
2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5448 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1419 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (15 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4028 მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). „საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ივნისში 2609 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.