დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-ივნისში 1716 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 10 პროცენტით მეტი). როგორც „საქსტატში" განმარტავენ, აღნიშნული მაჩვენებლებიდან ექსპორტმა 758 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 957 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (9 პროცენტით მეტი).
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 53 პროცენტი და იმპორტში 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-ივნისში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 8 პროცენტი (2013 წლის იანვარ-ივნისში 9 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5448 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.