თავდაცვის სამინისტრო "სტუდია მეტროს" UH-1H ტიპის შვეულმფრენს მიაქირავებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნული მომსახურეობისათვის უწყება 19 200 ლარს მიიღებს.
№1177 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ შპს ,,სტუდია მეტროს " მიერ ორი სარეკლამო რგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს ,,სტუდია მეტროსათვის " სათანადო დახმარების გაწევა და 2 დღის ვადით, 19 200 ლარის სანაცვლოდ, შპს „სტუდია მეტრო" ერთი ერთეული UH-1H (იროკეზი) ტიპის შვეულმფრენით უზრუნველყოს.