დღეს, 24 ივლისს, დილის 8 საათზე, ბათუმის პორტში, მსხვილი საკრუიზო ხომალდი "Riviera" შემოვიდა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, მსგავსი სიდიდის ხომალდს რეგიონი პირველად მასპინძლობს.
"Riviera"-ზე 1200 - მდე უცხოელი ტურისტი იმყოფება, რომლებსაც სხვადასხვა საექსკურსიო პროგრამით ადგილობრივი ტურისტული კომპანია "AJARA TOUR" მოემსახურება.
ხომალდი საღამოს ,22:00 საათზე დატოვებს ბათუმის პორტს.
აღსანიშნავია, რომ საკრუიზო ტურიზმის სტატისტიკის მიმართულებით დადებითი ტენდენცია შეინიშნება. თუკი 2012 წელს 10-მდე საკრუიზო ხომალდის სტუმრობდა რეგიონს, 2013 წელს მისი რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 2014 წელს, ბათუმის პორტში, 28 საკრუიზო გემის შემოსვლაა დაგეგმილი
მასალის გამოყენების პირობები