ბოევიკებმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ორი უკრაინული გამანადგურებელი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესოფიცერზე, ალექსეი დმიტრაშოვსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არის ინფორმაცია ჩამოგდებული ვერტმფრენ-გამანადგურებლების შესახებ, ახლა მომხდარის გარემოებები დგინდება", _ განაცხადა დმიტრაშოვსკიმ.
ეკიპაჟის წევრების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, გამანადგურებლების ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თავად დონეცკელმა ბოევიკებმა გაავრცელეს.
„ერთ ერთი გამანადგურებლის პილოტმა კატაპულტირება სნეჟნოეს რაიონში მოახდინეს. ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს. კიდევ ერთი ვერტმფრენი სუ-25 წინასწარი ინფორმაციით დაზიანდა და ჩრდილოეთის მიმართულებით გაუჩინარდა",_ იუწყებიან სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები