Ryanair-ი და Lavazza გაერთიანდნენ, რათა ავიაკომპანიამ საკუთარ მგზავრებს ყავა Lavazza-ს განსხვავებული ფინჯნით და ფილტრით შესთავაზებს, რომელიც Retail in Motion-ის მიერაა შექმნილი.
როგორც ცნობილია, ყავა Lavazza ავიაკომპანიის ყველა რეისზეა ხელმისაწვდომი, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან სრულდება.
როგორც ავიაკომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა რობინ კილიმმა განმარტა, Ryanair-ი ახალი პარტნიორობით კმაყოფილია და მისი წარმატების იმედიც აქვს.
აღსანიშნავია, რომ Ryanair მსოფლიოში ერთ-ერთი ავიაკომპანიაა, რომელის ბორტზეც Retail in Motion-ის ინოვაციური ფილტრი გამოიყენება. ეს ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ყავა არაბიკას ახალ, განსაკუთრებულ გემოვნებას სძენს.