ჰოლანდიურ Royal Philips NV-ს, რომელიც ევროპაში სამომხმარებლო ელექტრონული ტექნიკის უმსხვილესი მიმწოდებელია, მოგება 23 %-ით შეუმცირდა. რასაც ანალიტიკოსები ვალუუტის კურსის ცვლილებას და კლინვადში საწარმოს დახურვას უკავშირებენ.
კომპანიის ინფორმაციით, Philips-ის წმინდა მოგებამ აპრილ-ივნისში 243 მლნ ევრო შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება 317 მლნ ევროს შეადგენდა. მენეჯმენტი აცხადებს, რომ კომპანიის შემოსავალი 6 %-ით, 5,293 მლრდ ევრომდე შემცირდა