22 ივლისიდან, „სადაზღვევო კომპანია კოპენბური" ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. კომპანიის ინფორმაციით, 22 ივლისს 12:45 საათზე, კომპანიის პრეზენტაციას და გახსნას, კომპანიის გერმანელი დამფუძნებლები, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფრანიო ვიდიჩეკი და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე დაესწრებიან. ღონისძიებას ასევე დაესწრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თბილისის მერი დავით ნარმანია.
საქმიანობის პირველ ეტაპზე ს/ს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის" ინტერესის სფეროა არასიცოცხლის დაზღვევა. კომპანია აქცენტს აკეთებს მომსახურების მაღალ ხარისხზე და ინოვაციურ სადაზღვევო პროდუქტებზე. ამ მიზნით კომპანია აპირებს სტრატეგიულ თანამშრომლობას სხვადასხვა წამყვან ქართულ კომპანიებთან.
„კოპენბური მოესმახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. სადაზღვევო პროდუქტები დამუშავდა და სრულად მოერგო ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, მომზადდა პერსონალი და მომსახურების წერტილები. ეს ყველაფერი კი მომხმარებელთათვის მაქსიმალური კომფორტის და მომსახურების უპრეცედენტოდ მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფადაა.
ამ დროისთვის კომპანიაში დასაქმებულია 40-მდე ადამიანი, თუმცა წლის ბოლომდე თანამშრომლების რაოდენობა 150-მდე გაიზრდება", - აცხადებენ სადაზღვეო კომპანიაში.
„გვაქვს პატივი ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ დაზღვევის უახლესი გადაწყვეტები და მომსახურების ახალი დონე. ჩვენ შევეცდებით მომხმარებლებს სადაზღვევო ბაზარი თვისობრივად განსხვავებული კუთხით დავანახოთ, ეს განსხვავებული ხედვა იქნება გამორჩეული სადაზღვევო ბაზრის არსებული მოთამაშეებისაგან, რომელიც საბოლოოდ მომხმარებლებელთათვის უპრეცედენტოდ მაღალ კომფორტსა და გამორჩეულ მომსახურებაში გარდაიქმნება. ჩვენი მიზანია უახლოეს მომავალში დავიმკვიდროთ ბაზრის მნიშვნელოვანი მონაწილის სტატუსი და სადაზღვევო ბაზრის სოლიდური წილი დავიკავოთ."- აცხადებს ს/ს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის" დირექტორი ივანე კახაძე.