ამსტერდამი-კუალა-ლამპურის ავიარეისის კატასტროფის შემდეგ, Malaysia Airline-ს აქციების ფასი 11%-ით დაეცა. ინვესტორები კომპანიის აქციებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ, მით უმეტეს, მარტში Malaysia Airline-ის ავიალაინერი რადარებიდან გაუჩინარდა და მისი პოვნა დღემდე ვერ ხერხდება.
ანალიტიკოსები ბჭობენ, გაუძლებს თუ არა კომპანია კრიზისს და ის ბაზრიდან არ გავა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია წლების განმავლობაში, წამგებიან რეჟიმში მუშაობდა. იმავდროულად ცნობილია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში ავიაკომპანიის საბაზრო ღირებულება 40 %-ით შემცირდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო საინვესტიციო კომპანია Khazanah Nasional-ი, რომელიც Malaysia Airlines-ის მთავარი აქციონერია, ავიაკომპანიის პრივატიზაციას აპირებს. საინვესტიციო კომპანიამ, ბოლო წლებში Malaysia Airlines-ში მლრდ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება უკვე მოახდინა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ ავიაკომპანია გადარჩეს, საჭიროა მასში ინვესტირება კვლავ გაგრძელდეს.
მასალის გამოყენების პირობები