მომდევნო თაობის iPhone-ს კამერა წინამორბედისგან განსხვავებით უფრო ხარისხიანი იქნება, რადგანაც iPhone 6-ის კამერა 13 მეგაპიქსელიანი იქნება. ეს იმ ფონზე, როდესაც iPhone 5S-ის, ასევე iPhone 5C-სა და iPhone 4S-ის კამერები მხოლოდ 8 მეგაპიქსელია.
ახალი კამერა iSight-ი iPhone 6-ს საშუალებას მისცემს უფრო ხარისხიანი ფოტოები გადაიღოს.
თუმცა როდის გამოიტანს ბაზარზე Apple-ი ახალ პროდუქტს, უცნობია, რადგანაც „ჩაკბეჩილი ვაშლი" სიახლის გამოსვლას მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე აანონსებს.
უცოური მედია ასევე წერდა, რომ ახალი iPhone კამერა ელექტრონული ფუნქციით იქნება აღჭურვილი და არა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორით. ასევე iPhone 6-ის კამერას პიკსელების მოცულობა 1,5 მიკრონით, 1,75 მიკრონამდე ექნება გაზრდილი, ვიდრე iPhone 5S-ის კამერაა.
ელექტრონული სტაბილიზატორის ფუნქცია (OIS) ახალი არაა, ის უკვე აქტიურად გამოყენებადია HTC One-ს და ასევე Nokia Lumia-ს მოდელებში.
გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, Apple ახალი, iPhone 6-ის აწყობას მიმდინარე თვიდან იწყებს.. როგორც სანდო წყარო იტყობინება, iPhone 2 სახეობის იქნება და 4,7 დიუმიანი სმარტფონებს რითეილეტები უკვე სექტემბრიდან მიიღებენ. ხოლო რაც შეეხება 5,5-დიუმიან ეკრანიან სმარტფონებს ისინი შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით გამოჩდეს.
თუმცა წინასწარ უკვე ცნობილია, რომ მომხმარებლები აქცენტს მაინც დიდ ეკრანიან ტელეფონებზე გააკეთებენ, რადგანაც ბოლო პერიოდში ასეთ სმარტფონებზე მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, ჩინეთში 5,7 დიუმიან გაჯეტებს ბაზრის 40 %-ი უკავია და ეს ტელეფონები კი ძირითადად Android-სა და Google-ს საოპერაციო სისტემების მფლობელები არიან.
Apple-ი 2014 წლის ბოლომდე ბაზარზე 80 მლნ ახალ ტელეფონს გამოიტანს.