კომპანია Airbus-ი ხომალდ A330-ის განახლებულ ვერსიას გამოუშვებს. უკვე ცნობილია, რომ A330-ის განახლებულ ვერსიას A330neo დაერქმევა და აბიაბაზარზე მისი ორი ვერსია A330-800neo და A330-900neo გამოვა.
განახლებულ ხომალდს ახალი Rolls-Royce Trent 7000 ძრავა ექნება და განსხვავებული ფრთები ექნება.
Airbus-ის გათვლებით, ფრთების ზომის შეცვლისა და სხვა დამატებითი სიახლეები ფონზე, ხომალდი 14 %-ით უფრო ეკონომიური იქნება.
იმავდროულად A330neo-ს მგზავრებს 3D-ფილმების ყურება, მობილური კავშირით და უსადენო ინტერნეტით სარგებლობა შეეძლებათ.
A330neo-ს შექმნას და საპილოტე ვერისიის რეალიზაციას Airbus-ი 2017 წლამდე გეგმავს.
.
მასალის გამოყენების პირობები