ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" ზაფხულის ცხელი სეზონის ყველაზე მოთხოვნად ტექნიკაზე გრანდიოზულ, ორდღიან გრილი ტექნიკის ფესტივალს აწყობს. მხოლოდ 12 და 13 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით „ტექნო ბუმის" ყველა მაღაზიაში კონდიციონერები მხოლოდ- 459 ლარად, ჰაერის წყლით გამაგრილებლები - 279 ლარად, ხოლო ვენტილატორები 17 ლარად გაიყიდება.
„ტექნო ბუმი" ზრუნავს მომხმარებელზე და თითოეულ თქვენგანს ზაფხულის ცხელი სეზონის ყველაზე აქტუალურ ტექნიკას სპეციალურ ფასად გთავაზობთ. გამოიყენეთ შანსი, შეიძინეთ კონდიციონერები, ჰაერის წყლით გამაგრილებლები და ვენტილატორები ყველაზე დაბალ ფასად მხოლოდ „ტექნო ბუმში" და ჩაერთეთ მასშტაბურ გათამაშებაში. როგორც იცით, „ტექნო ბუმის" უპრეცედენტო გრანდიოზულ გათამაშებაში 10 თვის განმავლობაში თამაშდება: 10 ოროთახიანი ბინა თბილისში, 10 ავტომობილი Mercedes Benz-ი, 10 პლანშეტური კომპიუტერი, 10 iPhone 5S, 10 ლედ ტელევიზორი, მომენტალურად კი 3000 დასახელების მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ხოლო ფინალურ გათაშებაში -ნახევარი მილიონი ლარი"- აცხადებენ „ტექნო ბუმში".
შეგახსენებთ გათამაშების მეოთხე ეტაპი 9 აგვისტოს, ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში 21:45 საათზე გაიმართება.
გარდა ამისა, გრილი ტექნიკის ფესტივალზე, 12 და 13 ივლისს, გრანდიოზული ფასდაკლების მიუხედავად, ყველა მომხმარებელი თითო შეძენილ ნივთზე „ტექნო ბუმის" უპრეცედენტო გათამაშების ბილეთს მიიღებს.
„ტექნო ბუმი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ შეინახოთ ბილეთი ფინალურ გათამაშებამდე, რადგან გათამაშება უპრეცედენტოა მოგების შანსის მიხედვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ბილეთი მთელი 10 თვის განმავლობაში დოლურაში რჩება და ყველა გათამაშებაში იღებს მონაწილეობას.
გრილი ტექნიკის ფესტივალი, 12 და 13 ივლისს „ტექნო ბუმის" თბილისის გარდა, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, მარნეულში, ჭიათურაში, რუსთავსა და ფოთში გაიმართება.