დონეცკის ოლქში მატარებელი სარკინიგზო ხიდთან ერთად ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. 
დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფომაციით, სარკინოიგზო ხიდი სლავიანსკი-დონეცკი-მარიუპოლის გზაზე გადიოდა. 
აფეთქების დროს, რკინიგზაზე სატვირთო მატარებელი იდგა. 
ამჟამად შესაბამისი სამსახურები გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობას კეტავენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.