8 ივლისს, 11:00 საათზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილავენ სამშენებლო სექტორში არსებულ ვითარებას და დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებს.
მისამართი: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის #16 მე-6 სართული