დღეს, 7 ივლისს პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, გაიმართა საინფორმაციო-საექსპერტო შეხვედრა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ა. ციბულსკი, ამავე სამინისტროს წარმომადგენელი მ. ბარანოვა და რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ვ. გორელოვი.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლალი ღოღობერიძემ, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ გაბუნიამ და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის მრჩეველმა, ს. სალუქვაძემ.
შეხვედრაზე ძირითადად განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესაძლო გავლენა საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და შესაბამისი ტექნიკური საკითხები. რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მათ მიერ დასმულ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა გაგრძელდება. შეხვედრამ ჩაიარა მშვიდ და საქმიან ვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები