აჭარაში ინვესტიციებს მზარდი დინამიკა აქვს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 3 თვეში პირდაპირი კერძო ინვესტიციების მოცულობამ 53,2 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მონაცემი მხოლოდ 37,4 მლნ დოლარს შეადგენდა. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იანვარ-მარტში გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით პირდაპირი კერძო ინვესტიციების მოცულობა 42,2 %-ითაა გაზრდილი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ 2014 წლის პირველ კვარტალში რეგიონში განხორციელებული პირდაპირი კერძო ინვესტიციებიდან 43-43 %-ი მშენებლობასა და ტურიზმზე მოდის, ხოლო ენერგეტიკის სექტორზე - 7%-ი. რაც შეეხება სოფლის მეურნეობასა და მრეწველობას, მასზე მთლიანი ინვესტიციების მხოლოდ 1-1 %-ი მოდის. სხვა დარგების წილი მთლიან ინვესტიციებში კი მხოლოდ 5 %-ია.