1 ივლისს, სამშაბათს 12:00 საათზე, გაგარინის 29ა-ში, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება საქართველოს ბანკის, სრულიად ახალი, დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროექტის, პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროექტის „ვეგა", ხელმძღვანელი ვასილ რევიშვილი.