"ვითიბი ბანკის" ბარათის მფლობელები, ლაშა ვეფხვაძე და ბაჩუკი მუშკუდიანი, VISA -ს ნაციონალური კამპანიის მთავარი და მეორე პრიზის მფლობელები გახდნენ. მათ მოიგეს 2-კაციანი საგზურები ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ და მერვედ ფინალურ მატჩებზე დასასწრებად.
შეგახსენებთ, რომ VISA- ს ბარათების კამპანია 17 მარტიდან 30 აპრილამდე მიმდინარეობდა და მასში ავტომატურად ჩაერთო ყველა VISA ბარათის მფლობელი, რომელმაც ამ პერიოდში განახორციელა მინიმუმ 1 უნაღდო ანგარიშსწორება პლასტიკური ბარათით. პრიზების გათამაშება შედგა 15 მაისს, რომელშიც გამოვლინდა მთავარი, მეორე და მცირე პრიზების მფლობელები.
ვითიბი ბანკის პლასტიკური ბარათების განვითარების განყოფილების უფროსმა, დიანა კიღურაძემ განაცხადა:
ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ ასეთი მასშტაბის გათამაშებაში სწორედ ვითიბი ბანკის კლიენტები გახდნენ მთავარი და მეორე პრიზის მფლობელები და ბრაზილიაში გამგზავრების შესაძლებლობა მიეცათ. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს ბარათის მფლობელებს გამარჯვებას და ვუსურვებთ დაუვიწყარ მოგზაურობას ბრაზილიაში.