ახალი შეთავაზება ტურისტებს. სანაპიროზე, მშვიდობის ხიდთთან, კომპანია Citysightseeing Tbilisi-მა მდინარე მტკვარზე, საექსკურსიო კატერის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
პრეზენტაციის შემდეგ, კატერით გასეირნებისას, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კომპანია Citysightseeing Tbilisi-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც კომპანია Citysightseeing Tbilisi-ში აცხადებენ, ტურის ღირებულება დღის საათებში 25 ლარი, საღამოს კი 35 ლარი ეღირება. ტურისტების გასეირნებისას კატერზე ცოცხალი მუსიკა შესრულდება.
კომპანია CitySighseeing მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა, რომელიც ორსართულიანი კაბრიოლეტი-ავტობუსებით მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ექსკურსიებს აწყობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია და შესაბამისად CitySighseeing დედაქალაქში საქმიანობის ახალ ეტაპს იწყებს.