ევროკავშირმა უკრაინას 500 მილიონი ევრო ფინანსური დახმარება გამოუყო. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესაცხებ უკრაინული მედია ბრიუსელში მყოფ საკუთღარ კორესპოდენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკომისიამ ევროკავშირის სახელით დღეს უკრაინას 500 მილიარდი ევრო გამოუყო. ეს სესხის პირველი ტრანშია ქვეყნისათვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში",_ განაცხადეს ბრიუსელში.
ევროკომისიის წარმომადგენელმა საიმონ ო კონორმა დააზუსტა, რომ ეს თანხა გამოყოფილია უკრაინისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსის მხარდაჭერისათვის, ამიტომა უკრაინის ხელისუფლებამ თავად უნდა გადაწყვიტოს თუ საითკენ წარმართავს ამ თანხას, მათ შორის მან უნდა გადაწყვტოს გადაიხდის თუ არა ამ ფულით გაზის მიწოდებას.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა 20 მაისს უკრაინას უკვე გამოუყო 100 მილიონი ევრო ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად.