სლავიანკში ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია დონეცკის საქალაქო ადმინისტრაციის უფროს ილია სუზდალევზე დაყრდნობით ავრცელებს. 
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ დაღუპულია ორი ბავშვი:  12 წლის ბიჭი და  6 წლის გოგონა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნებით, ბავშვები ჭურვის ნამსხვრევებმა იმსხვერპლეს", -განაცხადა სუზდალევმა და აღნიშნა, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.