რუსეთს არასოდეს უცდია უკრაინაში არსებული სიტუაციის დესტაბილიზება და არავითარი რუსი სამხედროები ამ ქვეყანაში არ არიან. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პარიზში ფრანგული არხისათვის „TF1"-თვის და რადიოსადგურ „Europe1"-სათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 
„არავითარი სამხედრო ძალა, არავითარი რუსი ინსტრუქტორები  უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არ არიან", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. 
კითხვაზე პასუხის გაცემისას სურს თუ არა რუსეთს უკრაინის მიერთება ან ამ ქვეყნის დესტაბილიზება პუტინმა განაცხადა: „არა ჩვენ ეს არასოდეს გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ". 
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ თავის საკუთარ ხალხთან დიალოგი უნდა აწარმოოს არა „ტანკებისა და ვერტმფრენების მეშვეობით, არამედ მოლაპარაკებების საშუალებით".